მონაკოს სამთავრო
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მონაკოს სამთავროს შორის დამყარდა 1993 წლის 1 თებერვალს.
2009 წლიდან, მონაკოს სამთავროს გადაფარვა ხორციელდება საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ.
ორმხრივი თანამშრომლობა
მონაკო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ შორის, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველ წელს წარდგენილ რეზოლუციას ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.
2021 წელს, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი მონაკოს სამთავროში და შეხვედრა მონაკოს პრინცთან, ალბერ II-თან.
2020 წელს, საქართველოს მონაკოს პრინცესა, შარლენ უოტსტოკი და მონაკოს სამეფო დელეგაცია სტუმრობდა საქველმოქმედო ვიზიტით.
2011 წელს, საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია მონაკოს პრინცი ალბერ II. ვიზიტის ფარგლებში, იგი იმყოფებოდა თბილისში, ბათუმსა და სვანეთში და ოფიციალური შეხვედრების გარდა, ასევე შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.