მუდმივი ბინადრობის ნებართვა
მუდმივი ბინადრობის ნებართვა
რა არის ბინადრობის ნებართვა? ბინადრობის ნებართვა არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება მოქალაქეს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მომსახურებით. ბინადრობის ნებართვა შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად?
თქვენ უნდა იყოთ უცხოელი,
ა) რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
ბ) რომელსაც საქართველოს მოქალაქე ჰყავს მეუღლე, მშობელი, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია;
გ) რომელიც არის მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტ-ტექნიკოსი, სპორტსმენი და ხელოვნების მოღვაწე და თქვენი ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.
დ) რომლის მიმართაც რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიამ ან კომისიის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქონებრივი რესტიტუციის, ადეკვატური სანაცვლო უძრავი ქონების დაბრუნების ან ქონებრივი ზიანის კომპენსაციის შესახებ.
ვის მივმართო მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად? მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.საფრანგეთში ყოფნის შემთხვევაში, მიმართეთ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.
საკითხის განსახილველად წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
1. თუ თქვენ ხართ უცხოელი, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში:
ა) პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ თქვენ განცხადების წარდგენისას იმყოფებით საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღის დამღა ან სხვ.);
გ) საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;
დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი;
ე) 2 ფოტო 3X4.
2. თუ თქვენ ხართ უცხოელი, რომელსაც მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია, საქართველოს მოქალაქე ჰყავს:
ა) პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ თქვენ განცხადების წარდგენისას იმყოფებით საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღის დამღა ან სხვ.);
გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი;
ე) 2 ფოტო 3X4.
3. თუ თქვენ ხართ მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტ-ტექნიკოსი, სპორტსმენი და ხელოვნების მოღვაწე, რომლის ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს:
ა) პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;
დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ვ) 2 ფოტო 3X4.
*შენიშვნა:
საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ გესაჭიროებათ თუ თქვენ ხართ პირი:
ა) რომელიც 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;
ბ)რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
მომსახურების ვადა და საფასური
მომსახურების ვადა |
მომსახურების ტარიფი |
30-ე დღეს |
180 ლარი |
მე-20 დღეს |
300 ლარი |