სანოტარო მოქმედებები
სანოტარო მოქმედებები
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
თითოეული მომსახურებისათვის უნდა მოხდეს თითო ვიზიტის ჩანიშვნა.
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
ანგარიშის ნომერია:
Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს შემდეგი მომსახურება - მინდობილობა/რწმუნებულება, ფოტოიდენტურობა, ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (თანხმობა), დოკუმენტის ასლის დამოწმება.
წარსადგენი საბუთების გადამოწმებისა და შეხვედრის დანიშვნის შემდეგ, აპლიკანტები პირადადუნდა გამოცხადდნენ საელჩოს საკონსულო სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციით, რომელიცმოცემულია საჭირო საბუთების ჩამონათვალში. საბუთები წარდგენილი უნდა იყოს ორმაგეგზემპლარად : ორიგინალი და ქსეროასლი. ორიგინალები მოქალაქეებს უკან დაუბრუნდებათ.
1.მინდობილობა/რწმუნებულებისთვის მოქალაქე პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში და თან იქონიოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა), აგრეთვე მინდობილი პირის მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი ან პირადობიოს მოწმობა).
საფასური - 10 ევრო
გაცემის ვადა - 10 დღე
2. ფოტოიდენტურობისთვის - მოქალაქე პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში და თან იქონიოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (პასპორტი ან პირადობის მოწმობა), აგრეთვე საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ფოტოიანი დოკუმენტი.
ფოტოიდენტურობის დადგენის მსურველ პირს უნდა ახლდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ფოტოიდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნულმა მოქალაქემ უნდა იქონიოს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
საფასური - 15 ევრო
გაცემის ვადა - 10 დღე
3.ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (მშობლის თანხმობა არასრულწლოვნის მოგზაურობასთან დაკავშირებით) - ხელმოწერის დამოწმება არასრულწლოვნის მგზავრობასთან დაკავშირებით: მშობელი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს პირადად საელჩოს საკონსულო სამსახურში და თან უნდა იქონიოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა), ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (შვილის დაბადების მოწმობა), და არასრულწლოვნის პასპორტის ასლი.
საფასური - 5 ევრო
გაცემის ვადა - 10 დღე
4. დოკუმენტის ასლის დამოწმება - მოქალაქე პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში და თან იქონიოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) და დასამოწმებელი დოკუმენტის დედანი.
საფასური - 3 ევრო
გაცემის ვადა - 10 დღე
საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ვებ-გვერდზე
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს
შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე