არჩევნები
„ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.
ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში"
1948 წლის 10 დეკემბრის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, 21-ე მუხლი.
საქართველოში, დღევანდელი მდგომარეობით არჩევითი ორგანოებია:
- საქართველოს პრეზიდენტი - ირჩევა ხუთი წლის ვადით
- საქართველოს პარლამენტი - ირჩევა ოთხი წლის ვადით
- ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, საკრებულო - ირჩევა ოთხი წლის ვადით
- ქ. თბილისის მერი - ირჩევა ოთხი წლის ვადით
აქტიური საარჩევნო უფლება (არჩევნებში ხმის მიცემის უფლება) აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი, განურჩევლად რასისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, განათლებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა. გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან საარჩევნო კოდექსის მიხედვით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება.
საფრანგეთში მყოფ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. ამისთვის ის უნდა დადგეს (ან უკვე უნდა იდგეს) საკონსულო აღრიცვაზე.
საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა საკონსულო აღრიცხვაზე დგომა.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია:
- ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge
- საკონსულო სამსახურში პირადად გამოცხადების გზით
- საფოსტო გზავნილით
საკონსულო აღრიცხვა უფასოა.
ან დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს ოთხშაბათს და პარასკევს 10:00-13:00 შემდეგ ნომერზე: 01 45 02 11 07