ინფორმაცია საქართველოს ვიზის შესახებ
საქართველოს ვიზა
ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსავლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება
ევროკავშრის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე , ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.
იმ ქვეყნების სია, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით იხილეთ შემდეგ ჩამონათვალში
უცხოელებს, რომლებსაც აქვთ ჩამონათვალში მითითებული რომელიმე ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით. ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მოქმედი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის.
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასურია: 20 ევრო.
დეტალური ინფორმაცია საქართველოს ვიზის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.geoconsul.gov.ge.