Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

ინფორმაცია სამხედრო აღრიცხვის შესახებ

                                                                                                                                სამხედრო აღრიცხვა


საქართველოს თავდაცვის კოდექსსა და სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2026 წლის 31 აგვისტოს №422 დადგენილებით შესული ცვლილებების თანახმად, სამხედრო აღრიცხვას ექვემდებარება 17-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე (აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე) მამაკაცი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება 1 თვეზე მეტი ვადით და არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე. 


პირი ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლიდან 2 კვირის განმავლობაში გამოცხადდეს საკონსულო დაწესებულებაში (ვადის გადაცილება არ წარმოადგენს განაცხადის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს და განაცხადი მიიღება ჩვეულებრივი წესით).
გთხოვთ, გაეცნოთ წვევამდელის უფლებებსა და ვალდებულებებს.


საკითხი 1 : წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საკონსულოში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1.    „საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადის ფორმა“ (წარმოადგინეთ შევსებული და ხელმოწერილი).
2.    დაბადების მოწმობის ასლი (მათ შორის სრულწლოვანი პირის შემთხვევაშიც);
უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობა არ ესაჭიროება აპოსტილით დამოწმებას, სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
3.    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი);
4.    6 თვის განმავლობაში გადაღებული ფოტოსურათი 3x4;

o    არასრულწლოვნის სამხედრო აღრიცხვისას მას თან უნდა ახლდეს ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი.


o    პირს უნდა ჰქონდეს მოქმედი ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

საკითხი 2:  წვევამდელის უფლებები და ვალდებულებები
გთხოვთ, გაეცნოთ წვევამდელის უფლებებსა და ვალდებულებებს.

საკითხი 3: საკონსულოში ვიზიტზე ჩაწერა (RDV)
სამხედრო აღრიცხვისთვის აუცილებელია საკონსულოში ვიზიტის დაჯავშნა და პირადად გამოცხადება.
გთხოვთ, საკონსულოში ჩასაწერად აირჩიოთ საკონსულო მომსახურება > „კონსულტაცია“

საკითხი 4: დამატებითი ინფორმაციის მოპოვება
გადავადების საფუძვლებთან და სხვა ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირებით, უშუალოდ დაინტერესებულმა პირმა ან მინდობილმა პირმა უნდა მიმართოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: [email protected] ან ეწვიოს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს:

https://conscript.mod.gov.ge