თარგმანი და დამოწმება
თარგმანი და დამოწმება
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
ანგარიშის ნომერია:
Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP
საბუთების გამოთხოვა შეიძლება ა) საჭირო საბუთების ფოსტით გამოგზავნით, ან ბ) საკონსულო სამსახურში მოსვლით წინასწარ დანიშნული შეხვედრის დღეს.
ა) საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:
- სათარგმნი დოკუმენტის ორიგინალი
- მოქალაქის განცხადება (იხილეთ დანართი)
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
• ერთი გვერდის თარგმანის და დამოწმების საფასური 10.00 ევრო (აპოსტილის ბეჭედი ცალკე გვერდად ითვლება)
საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
Ambassade de Géorgie
Service Consulaire
8, rue Bremontier,
75017 Paris
თუ გსურთ, რომ თარგმანი სახლში ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან მოიტანეთ დაზღვეული კონვერტი 50გ (Lettre recommandée mobile - 50g), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი (ერთი თარგმანისთვის). აღნიშნული კონვერტით თარგმანი უკან დაგიბრუნდებათ.
ბ) საკონსულოში მოსვლის შემთხვევაში წინასწარ შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ მონიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით;
• მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში!
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს
შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე