საკონსულო აღრიცხვა
საკონსულო აღრიცხვა
რა არის საკონსულო აღრიცხვა?
საკონსული აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.
სავალდებულო არის თუ არის საკონსულო აღრიცხვა?
არა, მაგრამ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე.
რაში მჭირდება საკონსული აღრიცხვა?
- საქართველოში თქვენი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, კომუნალური (სულადობის მიხედვით) გადასახადების თავიდან ასაცილებლად.
- საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
- საჭიროების შემთხვევაში თქვენი ადგილსამყოფელის დასადგენად და შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად.
სად და როგორ დავდგე საკონსულო აღრიცხვაზე?
საკონსულო აღრიცხვაზე შეგიძლიათ დადგეთ როგორც ელექტრონული ფორმით, სახლიდან გაუსვლელად, ისე საკონსულოში ვიზიტის ან ფოსტის საბუთების გამოგზავნის გზით.
ელექტრონული ფორმით:
1. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე (მიჰყევით ბმულს) შეავსეთ ელექტრონული განცხადება, ატვირთეთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი. მომსახურებების ჩამონათვალში აირჩიეთ "საკონსულო აღრიცხვა".
ან
2. საკონსულოში ვიზიტით, მიყევით ბმულს, შეავსეთ ელექტრონული განცხადება და დანიშნეთ ვიზიტი საკონსულოში
ან საფოსტო მომსახურების გზით:
3. საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს გამოუგზავნეთ შემდეგი საბუთები:
- შევსებული ანკეტა (იხილეთ დანართი)
- ფოტოსურათი (ნებაყოფლობითია)
საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მისამართია:
Ambassade de Géorgie en France
Service consulaire
8, rue Brémontier,
75017 Paris
საკონსულო აღრიცხვა უფასოა
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07
ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე