დროებითი ბინადრობის ნებართვა
დროებითი ბინადრობის ნებართვა
რა არის ბინადრობის ნებართვა? ბინადრობის ნებართვა არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება მოქალაქეს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მომსახურებით. ბინადრობის ნებართვა შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.
რა პერიოდით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა? დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენის მსურველ უცხოელზე, მაქსიმუმ 6 წლის ვადით.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად?
თქვენ უნდა იყოთ უცხოელი, რომელიც:
ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;
გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;
დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;
ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია.
ზ) რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული;
საფუძველი: „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
თ) მონაწილეობს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის ან კომისიის კომიტეტის მიერ მისი განცხადების განხილვაში.
ზ)რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
ვის მივმართო დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად? დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად მიმართეთ იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს; საფრანგეთში ყოფნის შემთხვევაში, მიმართეთ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.
რა დოკუმენტები წარმოვადგინო დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად?
1. თუ თქვენ ხართ უცხოელი, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას (მათ შორის თავისუფალი პროფესიის ადამიანი):
-პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
-საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ თქვენ განცხადების წარდგენისას იმყოფებით საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღის დამღა, გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ და სხვ.) ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება;
-საქართველოში მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი); თავისუფალი პროფესიის ადამიანებისთვის ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე ბოლო ერთი წლის მანძილზე თანხის ბრუნვას;
-ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი;
-2 ფოტო 3X4.
2. თუ თქვენ ხართ უცხოელი, რომელიც საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად:
-პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
-საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ თქვენ განცხადების წარდგენისას იმყოფებით საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღის დამღა, გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ და სხვ.) ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება;
-საქართველოს სამკურნალო დაწესებულების ცნობა იმის თაობაზე, რომ გესაჭიროებათ მკურნალობა საქართველოში ან სასწავლო დაწესებულების ცნობა სასწავლებელში ჩარიცხვის ან სწავლის გაგრძელების თაობაზე (მკურნალობის ან სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);
-ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი;
-2 ფოტო 3X4.
3. თუ თქვენ ხართ უცხოელი, რომელიც მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და თქვენი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს:
ა) პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ თქვენ განცხადების წარდგენისას იმყოფებით საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღის დამღა, გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ ან სხვ.) ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება;
გ) საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;
დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი;
ე) 2 ფოტო 3X4
4. თუ თქვენ ხართ უცხოელი, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას ან რომელსაც ამავე ოდენობის ფულადი თანხა განთავსებული აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებაში:
ა)პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) საქართველოში არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავი ქონების საკუთრების უფლებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა საქართველოს საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც ადასტურებს უცხოელის პირად ანგარიშზე არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხის არსებობას
ე)საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი შუამდგომლობა ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი დასაბუთებული რეკომენდაცია.
ვ)მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ზ) 2 ფოტო 3X4.
5. თუ თქვენ ხართ უცხოელი, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა)პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი შუამდგომლობა ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი დასაბუთებული რეკომენდაცია.
ვ)მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ზ) 2 ფოტო 3X4.
* პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის და ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა, ხოლო პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და დატოვა საქართველოს ტერიტორია - ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა.
თუ თქვენ 18 წლამდე პირი ხართ, მაშინ თქვენი ბინადრობის საკითხის განსახილველად საჭიროა წარმოადგინოთ მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობა.
მომსახურების ვადა და საფასური
მომსახურების ვადა |
მომსახურების ტარიფი |
30-ე დღეს |
210 ლარი |
მე-20 დღეს |
330 ლარი |
მე-10 დღეს |
410 ლარი |
დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრულია 30 დღიანი ვადა.
* შენიშვნა
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება ხდება იმავე პირობების შესაბამისად, როგორითაც მისი გაცემა.