ფულის ერთეული და საბაჟო
ფულის ერთეული და საბაჟო
ფულის ერთეული:
საფრანგეთში ოფიციალურ ვალუტას წარმოადგენს ევრო და ანგარიშწარმოება ხორციელდება მხოლოდ ევროში.
საბაჟო შეზღუდვები:
გარკვეული სახის პროდუქცია ექვემდებარება საბაჟო შეზღუდვას ან აკრძალვას
აკრძალული ნივთები:
- პედოფილიური სახის პროდუქცია და საგნები;
- საშიში ნივთიერების შემცველი პროდუქცია(ტყვიის და ნიკელის შემცველი);
- საწოვარა ბოთლი რომელიც შეიცავს ბისფენოლ ა-ს (ასევე აკრძალულია საფრანგეთში გაყიდვა);
- ფსიქოტროპული წამლები რეცეპტის გარეშე;
აკრძალული ცხოველები და მცენარეები:
- შინაური ცხოველები (ძაღლები, კატები) საბუთების და ცოფის აცრის გარეშე;
- საბრძოლო ძაღლები;
- კატის ან ძაღლის ტყავი ან ბეწვი ან პროდუქცია, რომელიც მას შეიცავს;
- გარკვეული სახეობის მცენარეული პროდუქცია, რომლიც, თავის მხრივ შეიძლება იყოს ფლორისთვის სახიფათო, მავნე ორგანიზმების მატარებელი.
შენიშვნა: ქვეყანაში შესვლამდე, საჭიროა მოიძიოთ ინფორმაცია საფრანგეთის საბაჟო კანონმდებლობის და რეგულაციების შესახებ.