ქართული ანსამბლები საფრანგეთში
ანსამბლი „მარანი"
ასოციაცია მარანის, დაარსებული ფრანკ კანის მიერ, რესურსები (ჩანაწერები, ტრანსკრიპციები, კონფერენციები, ტრენინგები...) იმ ხელოვანებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომელთაც სურთ აღმოაჩინონ ქართული მრავალხმიანი ტრადიცია, განსაკუთრებით, მამაკაცებისგან შემდგარი ანსამბლი „მარანი" და ქალთა ანსამბლები „ირინოლა" და „მადრიკალი" .
ანსამბლი „მარანი" არის მამაკაცთა გუნდი, რომელსაც აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების პოლიფონიური სიმღერებისგან შემდგარი რეპერტუარი.
ანსამბლი „მადრიკალი"
ანსამბლი „მადრიკალი" არის ფრანგ ქალთა გუნდი, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული ქართული მრავალხმიანობის სწავლებითა და გავრცელებით არის დაკავებული.
რეპერტუარი: იავნანა, საეკლესიო სიმღერები, საზეიმო თუ სამუშაო სიმღერები. საქართველოს მეგობრებისა და ქართველების ყოფნა ანსამბლში, უადვილებთ მათ, ქართული სიმღერების სწორად გაგებას და ინტერპრეტაციას. კეთილგანწყობას, მოსმენას და სიმღერით სიამოვნების მიღებას თვისი შედეგი მოაქვს.
ანსამბლი „მადრიკალი" ასოციაცია „მარანი"-ს წევრია.
ქართული მრავალხმიანობის სემინარები საფრანგეთში.
თუ 1920/40 წლების ქართულმა ემიგრაციამ, გააგრძელა პოლიფონიური სიმღერის ტრადიცია საფრანგეთში, მათმა შთამომავლებმა,განსაკუთრებით ოთარ პატარიძემ, ჩამოაყალიბეს სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, მომღრლების თაობა.
მრავალი წლის განმავლობაში, ასოციაცია „არტილაკი" და ჟან ლორენ იმიანიტოფი, რეგულარულად აწყობენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ გაკვეთილებს, სამხრეთ დასავლეთ საფრანგეთში.
ასოციაცია „მარანი", თავდაპირველად ფრანკ კანის ხელმძღვანელობის ქვეშ იყო, ახლა კი ბერტრან ლამბოლეზიქ უფროსი, რომელიც გთავაზობთ ორდღიან ტრენინგებს, როგორც წესი წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში. ეს კურსები ტარდება, საქართველოდან ჩამოსული ქართველი მომღერლების მიერ.
ასოციაცია "მზე შინა" თავდაპირველად ლორან სტეფანის ხელმძღვანელობის ქვეშ იყო, ახლა კი დენის და კრეგ შაფერები გაცნობენ ქართულ მრავალხმიანობას საფრანგეთის დასავლეთში და ასევე სხვა ფრანგულ რეგიონებშიც, საკონცერტო ტურნეების მიხედვით.
ასოციაცია "Le Chant du Voisin", კატი დელოლმის ხელმძღვანელობით, გაცნობთ ქართულ მრავალხმიანობას საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქართველოდან ჩამოსული სიმღერის მასწავლებლის დახმარებით.
ასოციაცია "Artillac"
"Artillac" დაარსდა 1982 წელს, რომლის მისიაა საფრანგეთში განავითაროს ვოკალური პრაქტიკა, ჟან ლორან იმიანიტოფის ტრენინგების საშუალებით.
ეს ასოციაცია დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის ტრადიციული მრავალხმიანობის შესწავლით, განსაკუთრებით საქართველოსი.
სემინარები და სასწავლო კურსები
ასოციაცია გთავაზობთ სემინარებსა და კურსებს მოზარდათვის, სასწავლო ორგანიზაციებში გაწევრიანებას (მომრერლებისა და მასწავლებლების ხელმძღვანელობით).
ქართული მრავალხმიანობის ტრენინგები ჩვეულებრივ ტარდება წელიწადში ორჯერ და ორჯერ ორ შაბათ-კვირას.
მისამართი: Le Merle 31310 CASTAGNAC
ტელ: 05 61 90 51 68
იმეილი: [email protected]