არასრულწლოვანის პასპორტის განახლება
არასრულწლოვანის პასპორტის განახლება
არასრულწლოვანის პასპორტის განახლებისათვის უნდა წარმოადგინოთ:
- მშობლების პასპორტი ან პირადობის მოწმობა
- 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5სმ
- 23.97 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ამობეჭდილი)
გთხოვთ, საკონსულოში ვიზიტამდე, გაეცანოთ ინსტრუქციებს!
საკითხი 1: ბავშვის საკონსულოში პირადად გამოცხადების ვალდებულება
არასრულწლოვანის საკონსულოში პირადად გამოცხადება სავალდებულოა მხოლოდ 9 წლის ასაკიდან
საკითხი 2: ფოტოსურათი
ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება.
საკითხი 3: მშობლის თანხმობა
16 წლამდე არასრულწლოვნებისთვის სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა
16-დან 18 წლამდე ერთ-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია
- მშობლებს თანხმობის დაწერა შეუძლიათ ადგილზე, საკონსულოში ვიზიტის დროს.
- თუ ერთ-ერთი მშობელი ვერ ახერხებს საკონსულოში გამოცხადებას, მას შეუძლია თანხმობა დაწეროს საფრანგეთში ნოტარიუსთან ან მერიაში (légalisation de la signature).
პასპორტის გაცემაზე თანხმობა ნათარგმნი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უნდა წარმოადგინოთ როგორც სანოტარო აქტის, ასევე მისი თარგმნის ორიგინალი. - ერთ-ერთი მშობლის საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, მას შეუძლია თანხმობა პასპორტის აღების შესახებ თანხმობა დაწეროს საქართველოში ნოტარიუსთან ან იუსტიციის სახლში.
თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება ან საქართველოს ან საფრანგეთის გარეთ, მას თანხმობის დაწერა შეუძლია ადგილსამყოფელ ქვეყანაში, საქართველოს საკონსულოში. - თუ დედას ან მამას მეორე მშობელთან არ აქვს კავშირი და ბავშვს დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის მონაცემები უწერია, ამ შემთხვევაში, უნდა წარადგინოს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ერთი მშობელია ბავშვზე პასუხისმგებელი და მას აქვს ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება მეორე მშობლის გარეშე. უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების ცნობა, უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან. თუ სასამართლო გადაწყვეტილება ფრანგულ ენაზეა, იგი უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით. უნდა წარმოადგინოთ ორიგინალი.
- თუ არასრულწლოვნის დაბადების მოწმობაში არ არის მოცემული მამის შესახებ ინფორმაცია (მარტოხელა დედა), საკმარისია მხოლოდ დედის თანხმობა.
საკითხი 4: დაკარგული პასპორტის გამოცვლა
დაკარგული პასპორტის გამოსაცვლელად სავალდებულოა პასპორტის დაკარგვის თაობაზე პოლიციის ცნობის წარმოდგენა (ქართულ ენაზე). ცნობაში მითითებული უნდა იყოს დაკარგული პასპორტის ნომერი!
სხვა მიზეზით პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში (ვადის გასვლა, დაზიანება და ა.შ.) სავალდებულოა გამოსაცვლელი პასპორტის ორიგინალის წარდგენა.
საკითხი 5: მომსახურების საფასურის გადახდა
მომსახურების საფასური 23, 97 ევრო წინასწარ უნდა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:
საბანკო ანგარიში:
Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP
დანიშნულების ველში (MOTIF DE L'OPÉRATION DE VIREMENT) მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)
საკითხი 6:პასპორტის დამზადების ვადები
პასპორტი მზადდება 45 კალენდარულ დღეში
საკითხი 7: დამზადებული პასპორტის თქვენთან ფოსტით გამოგზავნის შესაძლებლობა
თუ გსურთ, რომ პასპორტი სახლში ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან მოიტანეთ დაზღვეული კონვერტი 50გ (https://www.laposte.fr/pp/pret-a-poster-lettre-recommandee-mobile-50g-enveloppe-a-l-unite/p/18996 ), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.
საკითხი 8: საკონსულოში ვიზიტზე ჩაწერა (RDV)
საკონსულოში ვიზიტი შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ ონლაინ ჩაწერის გზით. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მომსახურებაზე საჭიროა ცალკე ვიზიტის დაჯავშნა.
საკონსულოში ვიზიტზე ჩასაწერად (RDV), გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit
საკითხი 9: დამატებითი ინფორმაციის მოპოვება
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07 ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00სთ-დან 17:00სთ-მდე და პარასკევს 10:00სთ-დან 13:00სთ-მდე.
თქვენი შეკითხვა შეგიძლიათ, ასევე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]