სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია / მოწმობის გაცემის საქმისწარმოება
სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია/მოწმობის გაცემის საქმისწარმოება
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსისმითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელიმოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP
სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან 60 დღეში.
სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება და ქვემოთ აღნიშნული გარემოებები. არასრულწლოვან და ქმედუუნარო პირებს წარმოადგენს მათი კანონიერი წარმომადგენელი.
10 წლის და ზემოთ ასაკს მიღწეული არასრულწლოვანმა თავად უნდა გამოთქვას თანხმობა სახელისა და გვარის ცვლილებაზე. არსრულწლოვან პირს ესაჭიროება ორივე მშობლის თანხმობა სახელის და/ან გვარის შესაცვლელად.
- პირს სახელის შეცვლა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
- პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:
- პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;
- მშობელთა შეერთებული გვარი;
- ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ;
- მშვილებლის გვარი ;
- მეუღლის გვარი;
- სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი
მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:
- მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა
- ქორწინების მოწმობა(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (ასეთი არსებობის შემთხვევაში)
- თუ სახელს იცვლის არასრულწლოვანი მისი დაბადების მოწმობა
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
- მომსახურების საფასური: 23.89 ევრო
საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ - https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სახელის და/ან გვარის შეცვლის რეგისტრაციაზე მოთხოვნის შემოტანა შესაძლებელია საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურში, თუმცა განმცხადებელი გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე