საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება
რა შემთხვევაში შევძლებ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებას?
საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მოგენიჭოთ აღდგენის წესით, იმ შემთხვევაში, თუ ის შეგიწყდათ:
-
მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;
-
არამართლზომიერად;
-
მშობელთა არჩევანის შედეგად.
ვის მივმართო საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე აღდგენის წესით?
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.
საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
-
დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება (იხილეთ დანართი).
-
ფოტოსურათი - ზომით 3X4;
აგრეთვე დამატებით:
-
იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;
-
საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
მშობლების არჩევნის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
-
თუ აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, დამატებით სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს მისი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე.სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07
საკონსულოში ვიზიტზე ჩასაწერად (RDV), გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit
ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით.