Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

2026 წლის 26 სექტემბერს, საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟში (ესონის დეპარტამენტი), ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და მისი ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

2026 წლის 26 სექტემბერს, საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟში (ესონის დეპარტამენტი), ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა

და მისი ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი

კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა მაია

ბითაძემ და ლევილ-სიურ-ორჟის მერმა ერიკ ბრევმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის შიო III-ის მისასალმებელი სიტყვა სტუმრებს წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, იღუმენმა ეფრემმა გააცნო.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები,

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუნესკოს წარმომადგენლები, საფრანგეთსა და იუნესკოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფი მთავრობის წევრთა ოჯახების შთამომავლები, აგრეთვე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით

აღნიშნა, რომ „ქართული სახელმწიფო ეროვნული მემკვიდრეობისა და ისტორიული საუნჯის

დაცვაზე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც თანმიმდევრულად

ზრუნავს“. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2016 წელს ლევილის მამულის საქართველოს

საკუთრებაში დაბრუნების შემდეგ სახელმწიფომ პირნათლად შეასრულა ნაკისრი

ვალდებულება და კომპლექსის მასშტაბური რეაბილიტაცია წარმატებით დაასრულა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ლევილის განსაკუთრებულ ისტორიულ

მისიაზე, რომელიც 1922 წლიდან ევროპაში ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული

იდეისა და თავისუფლების მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. მან აღნიშნა, რომ

განხორციელებული სამუშაოების შედეგად ისტორიულმა მამულმა სრულფასოვანი

სიცოცხლე დაიბრუნა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ლევილის ქართველთა მამული

გასცდა მხოლოდ მუზეუმის ჩარჩოებს და ევროპის გულში მრავალპროფილიან კულტურულსაგანმანათლებლო ცენტრად გარდაიქმნა.

 

 განახლებულ შატოში განთავსებული პირველირესპუბლიკის მუზეუმისა და ნოე ჟორდანიას სამუშაო კაბინეტის პარალელურად, კომპლექსის ბაზაზე ამოქმედდა „ლევილის ქართული აკადემია“, საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი, ხოლო პარკის ტერიტორიაზე გაშენდა ქართული ვენახი და მოეწყო ტრადიციული ოდა“ - აღნიშნა მან.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლევილის ქართველთა

მამულის სახელმწიფოებრივ და ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ

„ლევილმა ათწლეულების განმავლობაში შეინახა დამოუკიდებელი საქართველოს

მეხსიერება, დღეს კი თავისუფალი საქართველო მას ახალ სიცოცხლესა და მომავალზე

ორიენტირებულ ფუნქციას სძენს“.

 

საქართველოს კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ დამსწრე საზოგადოებას ლევილის

მამულის ახალი სიცოცხლის დაწყება მიულოცა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ლევილის

ისტორიულ მისიას, როგორც 1922 წლიდან ემიგრაციაში ქართული ეროვნული იდეის,

თავისუფლებისა და კულტურის უმთავრეს კერას. მან მადლიერებით აღნიშნა იმ ადამიანთა

ღვაწლი, ვინც ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა მამულის საქართველოსთვის

დასაბრუნებლად, რამაც 2016 წელს ისტორიული შედეგი მოიტანა.

 

 

ლევილ-სიურ-ორჟის მერმა ერიკ ბრევმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და

საქართველოს, კერძოდ კი ლევილის მუნიციპალიტეტსა და ქართულ ემიგრაციას შორის

არსებულ მრავალწლიან, მჭიდრო ისტორიულ კავშირებს. მან ისაუბრა პროექტის

განსაკუთრებული მნიშვნელობაზე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და სიამაყით

დასძინა, რომ ლევილი კვლავ რჩება ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და კულტურული

დიალოგის მთავარ სიმბოლოდ. ერიკ ბრევმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს

განხორციელებული მასშტაბური სამუშაოებისთვის, რომელთა წყალობითაც ისტორიულმა

მამულმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.

 

მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრთა კაბინეტისა და

პარლამენტის წევრებთან ერთად, მამულის ტერიტორია, განახლებული შატო, ვენახები და

ოდა დაათვალიერა. მთავრობის წევრებმა ლევილის ქართულ სასაფლაოზე პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ხსოვნას.