Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

პირველი პასპორტის გაცემა

გთხოვთ, თან იქონიოთ მოთხოვნილი დოკუმენტების დედნები და ასლები!

ყურადღება!!! გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გადარიცხვით. გთხოვთ, წარმოადგინოთ საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი.

საბანკო რეკვიზიტები:

ანგარიშის მფლობელი: საქართველოს საელჩოს საკონსულო (Consulat Ambassade de Georgie) Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34 IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234 BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP


სრულწლოვანი პირის (+18) მიერ პასპორტის პირველად აღება

პასპორტის პირველად აღება ორ ეტაპად ხორციელდება, ამიტომ სავალდებულოა ორი ვიზიტის დაჯავშნა!

· პირველი ვიზიტი — რეგისტრაციისთვის;

· მეორე ვიზიტი — პასპორტის მისაღებად განაცხადის წარსადგენად.

ეს პროცედურა ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც დაიბადნენ 1993 წლის 30 მარტის შემდეგ. 1993 წლის 30 მარტამდე დაბადებულმა პირებმა თავდაპირველად უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქეობის იდენტიფიცირების დოკუმენტაცია.

პასპორტის გაცემა ორ ეტაპად ხორციელდება:

1. რეგისტრაცია;

2. პასპორტის მისაღებად განაცხადის წარდგენა.

I ეტაპი — რეგისტრაცია

პირი პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულო სამსახურში.

· შეავსოს შესაბამისი ფორმა და დაჯავშნოს ვიზიტი ვებგვერდზე (ვებგვერდი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე).

· დანიშნულ დროს გამოცხადდეს შემდეგი დოკუმენტებით:

1. დაბადების მოწმობა

შემდეგი შემთხვევების მიხედვით:

A. საქართველოს მიერ გაცემული დაბადების მოწმობის ასლი.

B. საფრანგეთის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აპოსტილით დამოწმებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი. თარგმანიც აპოსტილით უნდა იყოს დამოწმებული.

C. დსთ-ის ქვეყნების მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, ქართულ ენაზე ნათარგმნი. თარგმანიც აპოსტილით უნდა იყოს დამოწმებული.

D. სხვა ქვეყნების მიერ გაცემული დაბადების მოწმობა: წარმოდგენილი უნდა იყოს დედანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დამოწმებული უნდა იყოს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ ლეგალიზაციით ან აპოსტილით. თარგმანი უნდა შესრულდეს ნაფიცი მთარგმნელის მიერ და თარგმანიც აპოსტილით უნდა იყოს დამოწმებული.

ქვეყნის მიხედვით, დოკუმენტს უნდა ჰქონდეს ლეგალიზაციის ან აპოსტილის დამადასტურებელი ბეჭედი (გთხოვთ, შესაბამისი ინფორმაცია იხილოთ ვებგვერდზე განთავსებულ ცხრილში).

2. ბიომეტრიული ფოტოსურათი

ერთი ფერადი, ბიომეტრიული ფოტოსურათი თეთრ ფონზე (როგორც საფრანგეთის პასპორტისთვის).

3. ფოტოს იდენტიფიკაცია

ფოტოს იდენტიფიკაციის დასადასტურებლად დაინტერესებულ პირს თან უნდა ახლდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თან ექნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი — საქართველოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

რეგისტრაციის ვადა: ერთი სამუშაო დღე.

II ეტაპი — პასპორტის მისაღებად განაცხადის წარდგენა

პირი პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულო სამსახურში შემდეგი დოკუმენტით:

· პასპორტის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი — 48,80 ევრო.

პასპორტის გაცემის ვადა: 45 დღე.

როგორ მივიღოთ პასპორტი?

A. დაინტერესებულ პირს შეუძლია პასპორტის მიღება პირადად საკონსულოში.

B. პასპორტის მისაღებად განაცხადის წარდგენისას შესაძლებელია საკონსულოში დატოვოთ კონვერტი (A4 ან A5 ფორმატის), რომელზეც მითითებული იქნება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და დაკრული იქნება 6,40 ევროს ღირებულების საფოსტო მარკა (ერთი პასპორტისთვის). პასპორტი აღნიშნულ კონვერტში გაიგზავნება განმცხადებლის საცხოვრებელ მისამართზე.

ასევე შეგიძლიათ, შესაბამის ვებგვერდზე შესვლის გზით, განაცხადი პირდაპირ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოთ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელეფონზე:

01 45 02 11 07

საკონსულოს სამუშაო საათები:

· ორშაბათი და ოთხშაბათი: 15:00–17:00;

· პარასკევი: 10:00–13:00.