ცნობა მართვის მოწმობის შესახებ
ცნობა მართვის მოწმობის შესახებ
მართვის მოწმობის ნამდვილობის დადასტურება
(ცნობა გაიცემა ფრანგულ ენაზე)
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
ანგარიშის ნომერია:
Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP
ცნობა ადასტურებს საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის ნამდვილობას და/ან მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის (გაუქმების) ფაქტის არარსებობას.
მომსახურების მიღება შესაძლებელია ორი გზით: საკონსულო სამსახურში უშუალო ვიზიტით ან საფოსტო გზავნილით
ა) საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. საკონსულოში ჩასაწერად შეავსეთ ონლაინ ანკეტა ვებ-გვერდის მეშვეობით
და თქვენს მიერ დანიშნულ დღეს წარმოადგინეთ საკონსულოში შემდეგი საბუთები:
1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის ასლი;
2. მართვის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. ქვითარი [მომსახურების საფასურია 24 ევრო]
ბ) საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში საკონსულოს მისამართზე გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები:
1. შევსებული და ხელმოწერილი ანკეტა (https://mfa.gov.ge/pfiles/files/მართვის მოწმობის ნამდვილობა.docx);
2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
3. მართვის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ქვითარი [მომსახურების საფასურია 24 ევრო]
საბუთები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
Ambassade de Géorgie
Service Consulaire
8, rue Bremontier,
75017 Paris
ცნობა გაიცემა ფრანგულ ენაზე
ვინაიდან ინფორმაცია გასაცემი ცნობის შესახებ უნდა გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ უწყებაში, მომსახურების გაწევის საბოლოო ვადა დამოკიდებულია ამ უწყების პასუხზე. საკონსულო სამსახური შუამდგომლობის გადაგზავნას უზრუნველყოფს განაცხადის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
თუ გსურთ, რომ დოკუმენტი სახლში ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან დაურთეთ დაზღვეული კონვერტი: Prêt-à-Poster - Lettre Services Plus - 100g - Format C5 - Enveloppe à l'unité : https://www.laposte.fr/pp/pret-a-poster-lettre-services-plus-100g-format-c5-enveloppe-a-l-unite/p/18984
(ერთი ცნობისთვის). წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნობის ასაღებად საკონსულოში მოსვლა შესაძლებელია მხოლოდ პარასკეობით 10სთ-დან 13სთ-მდე.
მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
- არ იქნა მიღებული დადებითი პასუხი შესაბამისი კომპეტენტური უწყებიდან;
- განცხადება წარდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
- მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07
ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-17:00 და პარასკევს 10:00-13:00