მოქალაქეობის დაკარგვა/შეწყვეტა
რა შემთხვევაში შეიძლება დავკარგო საქართველოს მოქალაქეობა?
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის/შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება.
შესაბამისად, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევეში საქართველოს მოქალაქემ უნდა განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა/შეწყვეტის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში.
ამისთვის მან საკონსულო სამსახურს უნდა წარუდგინოს:
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებლი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, სარეგისტრაციო ბარათი და სხვ.) ასლი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული არა აქვს აღნიშნული დოკუმენტები - ძველი საპასპორტო მონაცემები და სხვა საბუთები, რითაც დასტურდება მისი საქართველოს მოქალაქეობა;
და
- საფრანგეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.