- მთავარი
- სიახლეები
- 2026 წლის 9 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საფრანეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორთან ხალედ ელ-ენანისთან და UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან განათლების საკითხებში, ქუნ ჩენთან.
2026 წლის 9 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საფრანეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორთან ხალედ ელ-ენანისთან და UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან განათლების საკითხებში, ქუნ ჩენთან.
2026 წლის 9 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორთან ხალედ ელ-ენანისთან და UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან განათლების საკითხებში, ქუნ ჩენთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი.
მხარეებმა საქართველოსა და UNESCO-ს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა შეხვედრების მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე ინიციატივები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულად დაფინანსებული სწავლის შესაძლებლობას, განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას.
შეხვედრებზე, გივი მიქანაძემ UNESCO-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აღნიშნული პარტნიორობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით, რაც ხელს უწყობს განათლების სისტემის ხარისხის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას.
ხალედ ელ-ენანიმ და ქუნ ჩენმა დადებითად შეაფასეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურეს
