Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სტენდზე, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, 8 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.
 
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებს. გამოფენის ფარგლებში ქართულ და ფრანგულ ტურისტულ კომპანიებს შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა.
IFTM Top Resa 2026-ზე მსოფლიოს 180 ტურისტული მიმართულებიდან 1600-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.
 
გამოფენას, საფრანგეთში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი დაესწრო. #Georgiainfrance 🇬🇪🇫🇷