ირაკლი ყურაშვილმა მონაწილეობა მიიღო კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში გამართულ ფრანკოფონიის 48-ე მინისტერიალსა და მე-20 სამიტში
საქართველოს მთავრობის სახელით, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, იუნესკოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ყურაშვილმა მონაწილეობა მიიღო კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში გამართულ ფრანკოფონიის 48-ე მინისტერიალსა და მე-20 სამიტში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კამბოჯის სამეფოში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქ. კუალა-ლუმპური, მალაიზია), ირაკლი ასაშვილი.
2026 წლის ფრანკოფონიის სამიტის მთავარ თემას - ,,საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი სტაბილურობის მისაღწევად ინვესტირება მშვიდობაში'' წარმოადგენდა.
სამიტზე, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის, მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და მულტილატერალიზმის საკითხები.
სამიტის ფარგლებში მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებული პირების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საქართველო 2004 წლიდან ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყანაა.
