Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

პასპორტის განახლება

ძვირფასო თანამემამულენო!!!

გაცნობებთ, რომ 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან, იმისათვის, რომ  დაკარგული პასპორტის აღდგენის თაობაზე განაცხადი შემოიტანოთ საკონსულო სამსახურში, სავალდებულოა:

პირმა  წარმოადგინოს ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან პასპორტის  დაკარგვის თაობაზე განაცხადა სამართალდამცავ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებში.

ცნობით/დოკუმენტით ცალსახად უნდა დგინდებოდეს, თუ რომელი პასპორტი დაკარგა პირმა (პასპორტის ნომერი/გაცემის თარიღი).

საზღვარგარეთ, უცხო ენაზე შედგენილი/გაცემული ცნობა/დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული სათანადო წესით (იგულისხმება სანოტარო).

ასეთი ცნობის/დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, კონკრეტული პირისათვის ახალი პასპორტის გაცემა ვერ განხორციელდება, ვინაიდან, აღნიშნული  წარმოადგენს პასპორტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

„დაკარგვის“ გარდა,  სხვა მიზეზით პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში, აუცილებელია, მოქალაქემ წარმოადგინოს შესაცვლელი პასპორტი.

სრულწლოვანის პასპორტის განახლება

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები! 

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT - (AVIS D'OPERATION DE VIREMENT - მატერიალური სახით, ამობეჭდილი).)

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.

ანგარიშის ნომერია:

Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568  Guichet 19926   № compte  00020091202  Clé  34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:

1. პასპორტის, პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

2. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება);

3. პასპორტის საფასურის, 47, 94 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (AVIS D'OPERATION DE VIREMENT - მატერიალური სახით, ამობეჭდილი). 

4. პასპორტის დამზადების ვადაა 45 კალენდარული დღე;

5. წარსულში ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის ქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს იუსტიციის სახლს და პასპორტი საფრანგეთში მიიღოს ფოსტით.

თუ გსურთრომ დოკუმენტი სახლში ფოსტით დაგიბრუნდეთთან დაურთეთ დაზღვეული კონვერტი :

Prêt-à-Poster - Lettre Services Plus - 100g - Format C5 - Enveloppe à l'unité :  https://www.laposte.fr/pp/pret-a-poster-lettre-services-plus-100g-format-c5-enveloppe-a-l-unite/p/18984

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07
ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე