საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა +18
დასაბრუნებელი მოწმობა სრულწლოვანისთვის
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
თითოეული მომსახურებისათვის უნდა მოხდეს თითო ვიზიტის ჩანიშვნა.
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი.
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
ანგარიშის ნომერია:
Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code): CMCIFRPP
დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში:
1.შევსებული ანკეტა (თანდართული)
2. პასპორტის, პირადობის, დაბადების ან მართვის მოწმობის ასლი
3. 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტო
4. საფასურის, 34 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
5. თუ გსურთ, რომ დოკუმენტი სახლში ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან დაურთეთ დაზღვეული კონვერტი : Prêt-à-Poster - Lettre Services Plus - 100g - Format C5 - Enveloppe à l'unité : https://www.laposte.fr/pp/pret-a-poster-lettre-services-plus-100g-format-c5-enveloppe-a-l-unite/p/18984
საკონსულოში წარდგენის შემთხვევაში
1. ელექტრონულ ანკეტას ავსებთ აქ და წარსდგებით თქვენს მიერ ჩანიშნულ დღეს საკონსულოში შემდეგი დოკუმენტებით:
- პასპორტის, პირადობის, დაბადების ან მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- საფასურის, 34 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
Ambassade de Géorgie
Service Consulaire
8, rue Brémontier
75017 Paris
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07
ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე