Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

ქორწინების რეგისტრაცია

ქორწინების რეგისტრაცია

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინება- ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია;

მისი რეგისტრაცია მეუღლეებს შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობს.

რა დოკუმენტები წარმოვადგინო ქორწინების რეგისტრაციისთვის?

ქორწინების რეგისტრაციისთვის მიმართეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და წარმოადგინეთ:

  • ერთობლივი წერილობითი განცხადება (დასაქორწინებელ პირთა);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დასაქორწინებელ პირთა);
  • ქორწინების მოწმე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში)

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს

შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე

ვიზიტის დასანიშნად მიჰყევით ბმულს

საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.