Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

დაბადების რეგისტრაცია

დაბადების რეგისტრაცია

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან ადამიანს ენიჭება პირადი ნომერი, რომელსაც ის იყენებს სიცოცხლის განმავლობაში მიღებულ ყველა დოკუმენტში და მისი იდენტიფიცირება დაბადებიდან გარდაცვალებამდე სწორედ ამ უნიკალური პირადი ნომრით ხორციელდება.

როგორ ხდება დაბადების რეგისტრაცია?

საქართველოში ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციას, სამედიცინო დაწესებულება, ელექტრონული შეტყობინებით, თავად აწვდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტერიტორიულ სამსახურს; შესაბამისად, მშობელს დაბადების მოწმობის მისაღებად მხოლოდ იუსტიციის სახლში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში მისვლა სჭირდება.

რა დოკუმენტაცია წარმოვადგინო, სამედიცინო დაწესებულების გარეთ ან სხვა ქვეყანაში დაბადებული ბავშვის დაბადების საქართველოში რეგისტრაციისთვის?

იუსტიციის სახლში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში წარმოადგინეთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. აგრეთვე:

1. თუ თქვენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მშობლები ხართ:

  • ქორწინების მოწმობა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მშობლების)

2. თუ თქვენ რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფი მშობლები ხართ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მშობლების)

3. თუ თქვენ დაუქორწინებელი დედა ხართ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

მომსახურების ვადა და საფასური

დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის მომართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და უფასოა.

დამატებით ინფორმაცია იხილეთ აქ ან მიმართეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს საფრანგეთში შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე