საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში
საქართველოს მოქალაქის საფრანგეთში გარდაცვალების შემთხვევაში, ყველა სერვისს ახორციელებს დამკრძალავი ბიურო.
თუ გარდაცვლილი ან მისი ოჯახის წევრი(მეუღლე, შვილი, მშობელი, და-ძმა) დარეგისტრირებულია საქართველოში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა - 100 ათასი ან ნაკლებია, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, უზრუნველყოფს გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურებას “სოციალური დახმარების” პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
თუ, ასეთ შემთხვევაში, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმყოფება საფრანგეთში, საიდანაც უნდა მოხდეს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება, მაშინ ის უფლებამოსილია მიმართოს განცხადებით საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და წარუდგინოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 ივლისის, 153-ე დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია:
- გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საფრანგეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის შესაბამისი ოჯახის წევრის ან დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებლი დოკუმენტის ასლი;
- საფრანგეთის დამკრძალავი ბიუროს მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ზუსტი ოდენობის მითითებით;
- საფრანგეთის დამკრძალავი ბიუროს საბანკო რეკვიზიტები;
- ოჯახის წევრის დამადასტურებელი დოკუმენტი;*
* თუ გარდავცლილი არის მეუღლე - ქორწინების მოწმობა ან მისი ასლი, თუ გარდაცვლილი არის შვილი - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა ან მისი ასლი; მშობელის გარდაცვალების შემთხვევაში - განმცხადებლის დაბადების მოწმობა ან მისი ასლი; და-ძმა-განმცხადებლისა და გარდაცვლილის დაბადების მოწმობა ან მისი ასლი.
საფრანგეთში გარდაცვილის ოჯახის წევრი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, უზრუნველყოფს გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურებას “სოციალური დახმარების” პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.