როგორ იმოგზაუროთ პარიზში უსაფრთხოდ
როგორ იმოგზაუროთ პარიზში უსაფრთხოდ - მეგზური "უსაფრთხო პარიზი"
პარიზი, სინათლის ქალაქი, მსოფლიოს ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ დედაქალაქთა რიცხვშია. იგი ყოველ წელს 30 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. პარიზის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა კარგად უზრუნველყოფს ქალაქის უსაფრთხოებას, თუმცა, შესაძლოა, ტურისტები მაინც გახდნენ ჯიბის ქურდობის ან ქუჩის თაღლითების მსხვერპლნი.
ეს მეგზური შეიცავს უსაფრთხოების ელემენტარულ რჩევებს, ყოველგვარი ზიანის თავიდან ასაცლებლად, ასევე, ასეთი ზიანის დადგომის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოსათვის საჩივრით მიმართვის წესებს.