Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ

იგივე Certifiat de Célibat

(ცნობა გაიცემა ფრანგულ ენაზე)

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT).

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი).

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. 

ანგარიშის ნომერია:

Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

ცნობის გამოთხოვა შეიძლება ა) საჭირო საბუთების ფოსტით გამოგზავნით, ან ბ) საკონსულო სამსახურში მოსვლით წინასწარ დანიშნული შეხვედრის დღეს.

ა) საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა -  https://mfa.gov.ge/pfiles/files/ცნობა ქორწინების დამაბრკ. გარემოებების შესახებ.docx და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  2. განქორწინებულმა პირმა უნდა დაურთოს განქორწინების მოწმობის ასლი;
  3. პირმა, რომლის მეუღლეც გარდაიცვალა, უნდა დაურთოს ქორწინების მოწმობა და გარდაცვალების მოწმობა;
  4. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

თუ გსურთ, რომ ცნობა სახლში ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან მოიტანეთ დაზღვეული კონვერტი 50 გ (https://www.laposte.fr/pp/pret-a-poster-lettre-recommandee-mobile-50g-enveloppe-a-l-unite/p/18996), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი (ერთი ცნობისთვის). აღნიშნული კონვერტით ცნობა უკან დაგიბრუნდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნობის ასაღებად საკონსულოში მოსვლა შესაძლებელია მხოლოდ პარასკეობით 10სთ-დან 13სთ-მდე.

საბუთები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

Ambassade de Géorgie
Service Consulaire
8, rue Brémontier,
75017 Paris

ბ) საკონსულოში მოსვლის შემთხვევაში წინასწარ შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ მონიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით;

  • მომსახურების საფასური 19, 11 ევრო
  • მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07

ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-17:00 და პარასკევს 10:00-13:00

ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით