ცნობა ნასამართლეობის შესახებ
ცნობა ნასამართლეობის შესახებ
(ცნობა უფასოა და გაიცემა ფრანგულ ენაზე)
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს წინასწარ დანიშნული შეხვედრის დღეს* ან დოკუმენტაცია გამოაგზავნოს ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:
Ambassade de Georgie
8, rue Bremontier,
75017 Paris
მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში.
პირადი გამოცხადების შემთხვევაში წარმოსადგენია:
- პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში გამოსაგზავნია:
- განცხადება ცნობის გაცემასთან დაკავშირებით
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
* საკონსულოში შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ შერჩეულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტით.
თუ გსურთ, რომ ცნობა სახლში ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან მოიტანეთ დაზღვეული კონვერტი 50გ (https://www.laposte.fr/pp/pret-a-poster-lettre-recommandee-mobile-50g-enveloppe-a-l-unite/p/18996), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი (ერთი ცნობისთვის). აღნიშნული კონვერტით ცნობა უკან დაგიბრუნდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნობის ასაღებად საკონსულოში მოსვლა შესაძლებელია მხოლოდ პარასკეობით 10სთ-დან 13სთ-მდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე.