Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

ელექტრონული პირადობის მოწმობა

პირადობის ელექტრონული მოწმობა

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.

თითოეული მომსახურებისათვის უნდა მოხდეს თითო ვიზიტის ჩანიშვნა.

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.

ანგარიშის ნომერია:

Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე.

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს საკონსულო სამსახურში პირადი გამოცხადების გზით. მომსახურების გაწევა ხდება განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 45 დღის ვადაში.

წარსადგენი დოკუმენტები:

  1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში ვადაგასული, დაზიანებული და ა.შ.)
  2. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება);
  3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობა;
  4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა(თუ კანონიერი პირი წარსდგება სამინისტროში ამ შემთხვევაში მათ არ ესაჭიროებათ დამოწმების პროცედურები)
  5. პირადობის მოწმობის ღირებულების, 28.78 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 

თუ გნებავთ, რომ პირადობის მოწმობა თქვენს მისამართზე ფოსტით დაგიბრუნდეთ, წარმოადგინეთ აგრეთვე, დაზღვეული კონვერტი 50 გ (https://www.laposte.fr/pp/pret-a-poster-lettre-recommandee-mobile-50g-enveloppe-a-l-unite/p/18996  ), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი.  აღნიშნული კონვერტით პირადობის მოწმობა  უკან დაგიბრუნდებათ.

 

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07

ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე