Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

ორთოგრაფიის დამოწმება

ორთოგრაფიის დამოწმება

საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:

(ცნობა გაიცემა ფრანგულ ენაზე)

  1. წერილობითი განცხადება ხელმოწერილი (https://mfa.gov.ge/pfiles/files/ორთოგრაფიის დამოწმება.docx )
  2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  3. ფრანგული დოკუმენტის ასლი, სადაც სახელი და გვარი სხვა ორთოგრაფიით არის მითითებული
  4. ცნობის საფასურია - 24 ევრო, გადახდის დამადასტურებელ ქვითარს (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) დაურთავთ საბუთებს

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.

ანგარიშის ნომერია:

Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

აღნიშნული საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

Ambassade de Géorgie
Service Consulaire
8, rue Bremontier,
75017 Paris

თუ გსურთ, რომ ცნობა სახლში ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან მოიტანეთ დაზღვეული კონვერტი 50გ (Lettre recommandée mobile - 50g), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი (ერთი ცნობისთვის). აღნიშნული კონვერტით ცნობა უკან დაგიბრუნდებათ.

საკონსულოში მოსვლის შემთხვევაში წინასწარ შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ მონიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით;

• მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07

ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე