მოქალაქეობიდან გასვლა
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა
იმ შემთხვევაში თუ თქენ გსურთ მიიღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქოება, ამისთვის თქვენ ჯერ უნდა აწარმოოთ საქმე საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით.
წარმოსადგენი დოკუმენტები :
-
შევსებული ანკეტა (იხილეთ დანართი)
-
საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ( საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;
-
18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესახებ ;
-
2 ფოტო;
-
არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში - პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის მიერ სახელის ან / გვარის გამოცვლის შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლოა მოეთხოვოს სახელის ან / და გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07
ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით