"ქართველი ქალი მხატვრები პარიზში” - საფრანგეთში, პარიზში, Carrousel du Louvre-ის საგამოფენო სივრცეში, Art Shopping-ის ფარგლებში, ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ქართველი ქალი მხატვრები პარიზში” - საფრანგეთში, პარიზში, Carrousel du Louvre-ის საგამოფენო სივრცეში, Art Shopping-ის ფარგლებში, ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით ხორციელდება და ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენას ემსახურება.
გამოფენის ოფიციალურ გახსნას, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ირაკლი ყურაშვილი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დამთვალიერებელს ქართველი მხატვრების ნამუშევრების შესახებ ინფორმაციას აჭარის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი, თეონა ზოიძე, ხელოვნების მუზეუმის მმართველთან, ლელა ცხოიძესთან და მონაწილე მხატვრებთან ერთად აცნობდა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ნინო ჩაკვეტაძის, ეკატერინე მუხაძის, ქეთი ბათიაშვილის, ლია შველიძის, ირინა ტორონჯაძის, ეკატერინე ცინცაძის, თამთა დარჩიას, მაია გერსამიას და დიანა თალაკვაძის ნამუშევრები.
Art Shopping-ში 500-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობს. ღონისძიებას სამი დღის განმავლობაში 100 000-მდე ვიზიტორი ჰყავს. 

