2026 წლის 4 ივნისიდან 7 ივნისამდე, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქ. პარიზს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.

4 ივნისს, საპატრიარქოს დელეგაციამ საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა ლევილის ქართველთა მამული და გაეცნო განხორციელებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სტუმრები ეწვივნენ ლევილის ქართველთა სასაფლაოს, პატივი მიაგეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების ხსოვნას და განსვენებულთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი აღავლინეს.
5 ივნისს, საპარტიარქოს დელეგაცია საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ეწვია. დეკანოზ კახაბერს (გოგოტიშვილი) და დეკანოზ შალვას (ჯაჯანიძე) საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ნოდარ კომახიძე. გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომლებიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს.
7 ივნისს, პარიზის წმინდა თამარ მეფის ტაძარში მიაბრძანეს სიწმინდეები და აღესრულა ერთობლივი წირვა, რომლის შემდეგაც გაიმართა შეხვედრა მრევლთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.