შეხვედრა იუნესკოში უზბეკეთის მუდმივ წარმომადგენელთან
2023 წლის 30 იანვარს, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა და იუნესკოში მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა შეხვედრა გამართა იუნესკოში უზბეკეთის მუდმივ წარმომადგენელ, უმიდ შადიევთან. შეხვედრისას, მათ ისაუბრეს იუნესკოს ფარგლებში საქართველოსა და უზბეკეთის თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის გაძლიერებაზე.