Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და CERCEC-თან თანამშრომლობით, 2023 წლის 25 იანვარს, ქალაქ პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (EHESS), საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს ელჩის საფრანგეთში, აკაკი ჩხენკელის, მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა.