Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

2026 წლის 11-13 მაისს, პარიზში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

🇬🇪🇫🇷 2026 წლის 11-13 მაისს, პარიზში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი, საელჩოს წარმომადგენლები და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძე.
 
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და ღვინისა და გასტრონომიის ფრანგი ექსპერტი კრისტოფ ლაველი უძღვებოდნენ.
 
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის უნიკალურ კულტურას.
 
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ქართული ღვინის, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.