Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

2026 წლის 19 აპრილს, პარიზის  „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში კონცერტი - „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა.

2026 წლის 19 აპრილს, პარიზის  „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში კონცერტი - „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა.

კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ, ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა  და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით  გაიმართა და პარიზის წიგნის ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენდა.

პროექტი, რომელიც ქართული მუსიკის საერთაშორისო არენაზე პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ქართველი და ფრანგი მუსიკოსების თანამშრომლობით განხორციელდა. საფრანგეთის მუსიკალურ სენასთან არსებულმა ორკესტრმა (SBO) პირველად შეასრულა ქართული მუსიკა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა:  საოპერო მომღერლებმა - იანო ალიბეგაშვილმა და გიორგი ანდღულაძემ, მევიოლინე ლელა მჭედლიძემ და ახალგაზრდულმა კაპელამ მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით.