არასრულწლოვანის პირველი პასპორტი
არასრულწლოვანის პირველი პასპორტი
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა (AVIS D'OPERATION DE VIREMENT - მატერიალური სახით, ამობეჭდილი).
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
საბანკო ანგარიში:
Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP
რადგანაც პირველი პასპორტის გაცემა ხდება ორ ეტაპად, სავალდებულოა ორი ვიზიტის აღება, პირველი - პირადი ნომრის მისანიჭებლად (პირადი ნომრის მიღებისთვის საჭიროა 24 საათი), მეორე- პასპორტის მოთხოვნის შემოსატანად.
პასპორტის ასაღებად უნდა გაიაროთ ორი ეტაპი - 1. რეგისტრაცია 2. პასპორტის მოთხოვნა
I ეტაპი - რეგისტრაციისთვის 9 წლის ასაკიდან არასრულწლოვანი საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს ერთ-ერთ მშობელთან ერთად და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები1. დაბადების მოწმობა:
ა. საქართველოში დაბადებული არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი.
ბ. საფრანგეთში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით და ნათარგმნი ქართულ ენაზე. ქართული თარგმანიც უნდა იქნეს აპოსტილით დამოწმებული.
გ. დსთ-ს ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი. რუსულ ენაზე შევსებული დაბადების მოწმობის ასლი. უცხო ენაზე შევსებული (სომხური, აზერბაიჯანული ა.შ) დაბადების მოწმობა ნათარგმნი ფრანგულ ენაზე, თარგმანი დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ კი ნათარგმნი ქართულ ენაზე. თარგმნების ორიგინალების წარდგენა სავალდებულოა.
დ. სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა უნდა იქნას დამოწმებული აქტის გამცემი ქვეყნის მიერ აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ფრანგულად და თარგმანიც აპოსტილის ბეჭდით დამოწმებული, შემდეგ კი ქართულად ნათარგმნი.
2. მშობელი, რომელიც წარსდგება უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა
3. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება).
4. რეგისტრაციისთვის საჭიროა ერთი სამუშაო დღე;
II - ეტაპი - 9 წლის ასაკიდან არასრულწლოვანი საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს ერთ-ერთ მშობელთან ერთად და წარმოადგინოს:
1. მშობლების თანხმობა არასრულწლოვანისთვის :
ა. 16 წლამდე არასრულწლოვნებისთვის სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა, 16 დან 18 წლამდე ერთ-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია.
ბ. მშობლებს თანხმობის დაწერა შეუძლიათ საკონსულოში პასპორტის მოთხოვნის დროს.
თუ ერთ-ერთი მშობელი არ წარსდგება საკონსულოში, მას შეუძლია თანხმობა დაწეროს საფრანგეთში ნოტარიუსთან, აღნიშნული თანხმობა ნათარგმნი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უნდა წარმოადგინოთ როგორც სანოტარო აქტის, ასევე მისი თარგმნის ორიგინალი. (იხილეთ თანხმობის ტექსტის ნიმუში, რომელიც უნდა დამოწმდეს საფრანგეთში ნოტარიუსთან ანუ მოხდეს légalisation de la signature )
ერთ-ერთი მშობლის საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, მას შეუძლია თანხმობა პასპორტის აღების შესახებ დაწეროს საქართველოში ნოტარიუსთან. საკონსულოში უნდა წარმოადგინოთ თანხმობის ორიგინალი.
თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება ან საქართველოს ან საფრანგეთის გარეთ, მას თანხმობის დაწერა შეუძლია ადგილმდებარე ქვეყანაში საქართველოს საკონსულოში. საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში უნდა წარმოგვიდგინოთ თანხმობის ორიგინალი.
გ. თუ არასრულწლოვანს დაბადების მოწმობაში მხოლოდ დედა უწერია და დაბადების აქტში შეტანილი არ არის მამის შესახებ ინფორმაცია, მაშინ მხოლოდ დედის თანხმობაა საკმარისია.
დ. თუ დედას/მამას მეორე მშობელთან არ აქვს კავშირი და ბავშვს დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის მონაცემები უწერია, ამ შემთხვევაში, უნდა წარადგინოს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ერთი მშობელია პასუხისმგებელი პირი ბავშვზე და მას აქვს ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება მეორე მშობლის გარეშე. უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების ცნობა, უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან. თუ სასამართლო გადაწყვეტილება ფრანგულ ენაზეა, იგი უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით. უნდა წარმოადგინოთ ორიგინალი.
2. არასრულწლოვნის პასპორტის საფასურის, 23,97 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (AVIS D'OPERATION DE VIREMENT - მატერიალური სახით, ამობეჭდილი).
3. თუ გსურთ, რომ პასპორტი სახლში ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან მოიტანეთ დაზღვეული კონვერტი 50 გ (https://www.laposte.fr/pp/pret-a-poster-lettre-recommandee-mobile-50g-enveloppe-a-l-unite/p/18996 ), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.
პასპორტის დამზადების ვადაა 45 სამუშაო დღეა. აპოსტილის ბეჭდისთვის მიმართეთ Cour d'Appel-ს, Tribunal Instance -ს ან Tribunal Grand Instance-ს.საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ ონლაინ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე