შეხვედრა საფრანგეთის სენატის საფრანგეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, სენატორ ფილიპ ტაბაროსთან
2023 წლის 8 თებერვალს, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა და იუნესკოში მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საფრანგეთის სენატის საფრანგეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, სენატორ ფილიპ ტაბაროსთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურებასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებს, მათ შორის, სენატის ფარგლებში, საქართველოს შესახებ კონფერენციების ორგანიზებას.