საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციური ფორმატის დიალოგში
2023 წლის 21 თებერვალს, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა, მიწვეული სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტის, გენერალ დომინიკ ტრინკანის მიერ ორგანიზებულ, ინსტიტუციური ფორმატის დიალოგში.
ელჩმა, დიალოგის ფარგლებში, ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებსა და საქართველოს დასავლეთთან კავშირებზე.