Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სტაჟირების კონკურსს აცხადებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში სტაჟირების კონკურსს აცხადებს საელჩოსა და საკონსულო სამსახურში (ორი ვაკანსია საელჩოში და ერთი ვაკანსია საკონსულო სამსახურში). სტაჟირებას გაივლის განცხადების განხილვის და გასაუბრების შედეგად შერჩეული 3  აპლიკანტი. სტაჟირების  ვადა  განისაზღვრება  3  თვიდან 6  თვემდე  ვადით.


სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტირებული პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი/არის სამაგისტრო, ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%)/პირი, რომელმაც დაასრულა პროფესიული სწავლება, ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

ტაჟირების გავლის კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს ფრანგულ ენას. 

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. 

 

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ 
(დანართი N2)

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

 

სტაჟირების  შესახებ განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია,  /წლის 12 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით უნდა გაიგზავნოსაელჩოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]