პარიზში, "გრან პალეში" (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა.
პარიზში, "გრან პალეში" (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა.
2026 წლის 16 აპრილს, წიგნის ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.
ფესტივალის სტუმრებს სიტყვით მიმართეს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა კატრინ პეგარმა, UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ხალედ ელ-ენანიმ, პარიზის მერის მოადგილემ კულტურის, კულტურული სუვერენიტეტისა და თავისუფალი მედიის საკითხებში ფლორიან სიტბონმა, ილ-დე-ფრანსის (Île-de-France) რეგიონის პრეზიდენტმა, ვალერი პეკრესმა, Paris Livres Événements-ისა და პარიზის წიგნის ფესტივალის დირექტორმა პიერ-ივ ბერენგერმა, Syndicat National de l’Édition-ისა და პარიზის წიგნის ფესტივალის პრეზიდენტმა ვენსან მონტანმა.
ღონისძიებას ფესტივალის მონაწილე დელეგაციების წევრები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგინა.
წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი წარდგება მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემითა და 10-მდე გამომცემლობით. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პროზაიკოსები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები.
საქართველოს ეროვნული სტენდის კონცეფცია აგებული იქნა ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას წიგნის - „მოგზაურობა კავკასიაში“ მოტივებზე. სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“ ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი პროგრამა მოიცავდა თანამედროვე და კლასიკურ ქართულ ლიტერატურას, კინოჩვენებებს, საბავშვო ღონისძიებებს, მუსიკალურ საღამოსა და კულინარიულ პრეზენტაციებს.
პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს. ფესტივალი ყოველწლიურად 50-მდე ქვეყანასა და 1000-ზე მეტ ავტორს მასპინძლობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
პარიზის წიგნის ფესტივალი 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.
