საქართველომ ნანტის ფოტოგრაფიისა და კინოს ფესტივალში წლის საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა და იუნესკოში მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა, ქ. ნანტის მერიისა და კლოდ კაენის სახელობის თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ფოტოგრაფიისა და კინოს საერთაშორისო ფესტივალის გახსნაში, რომელშიც საქართველო წლის საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული. აღსანიშნავია, რომ ნანტი თბილისთან დაძმობილებული ქალაქია.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ელჩის შეხვედრა დიასპორის, კულტურისა და განათლების საკითხებში ნანტი-ს მერის მოადგილესთან, ივ პასკუოსთან. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ფესტივალზე ვიდეო მიმართვით სიტყვით გამოვიდა თბილისის ფოტო-ფესტივალის დირექტორი ნესტან ნიჟარაძე.
ფოტოგრაფიისა და კინოს საერთაშორისო ფესტივალი ნანტში 7-18 თებერვლის ჩათვლით იმართება.