საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სტაჟირების კონკურსს აცხადებს
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში სტაჟირების კონკურსს აცხადებს საელჩოსა და საკონსულო სამსახურში (ერთი ვაკანსია საელჩოში და ორი ვაკანსია საკონსულო სამსახურში). სტაჟირებას გაივლის განცხადების განხილვის და გასაუბრების შედეგად შერჩეული 3 აპლიკანტი.
სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით.
სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტირებული პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი/არის სამაგისტრო, ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც დაასრულა პროფესიული სწავლება, ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
სტაჟირების გავლის კანდიდატი უნდა ფლობდეს ფრანგულ ენას.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (ცნობის აღება შესაძლებელია საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში).
განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია, მ/წლის 29 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიგზავნო საელჩოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]