საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, მონაკოს პრინცს, მის უმაღლესობა ალბერ II-ს, რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, მონაკოს პრინცს, მის უმაღლესობა ალბერ II-ს, რწმუნებათა სიგელები გადასცა.
2026 წლის 7 აპრილს, მონაკოს სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. პარიზში), ირაკლი ყურაშვილმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა მონაკოს პრინცს,
ალბერ II-ს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი მონაკოს სამთავრო სასახლეში (Palais Princier) გაიმართა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, მონაკოს პრინცსა და საქართველოს ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები განიხილეს.
ალბერ II-მ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ელჩმა, საქართველოს მთავრობის სახელით, დაადასტურა მზაობა საქართველოსა და მონაკოს სამთავროს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. მისმა უმაღლესობა ალბერ II-მ საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მონაკოს სამთავროში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა მონაკოს სამთავროს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრთან, ელიზაბეტ ბერო-ამადეისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
