Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

გოჩა ჯავახიშვილმა პარიზის გეოპოლიტიკის აკადემიაში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

16 იანვარს, ქ. პარიზში, გეოპოლიტიკის აკადემიაში კონფერენცია „კავკასია, თანამშრომლობისა და ძალაუფლების დაპირისპირებას შორის“  გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში არსებული სტრატეგიული დინამიკის ანალიზს.

კონფერენციაზე  გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით განვლილ პროგრესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში, გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც საქართველოს გეოსტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ მდგომარეობასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან განიხილა საქართველოს მიერ განვლილი გზა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოსა და ქართველი ხალხის უპირობო არჩევანია.

კონფერენციაში სიტყვით ასევე გამოვიდნენ პარიზის გეოპოლიტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ალი რასტბენი, წამყვანი მკვლევრები, ანალიტიკოსები და სხვადასხვა აკადემიური და პოლიტიკური წრის წარმომადგენლები.

გამოსვლების შემდეგ დამსწრე საზოგადოებასთან გაიმართა ღია დებატები.