Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

2026 წლის 2 აპრილს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში - ბურბონის სასახლეში, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბრუნო ფუქსთან

🔹 2026 წლის 2 აპრილს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში - ბურბონის სასახლეში, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბრუნო ფუქსთან(საპარლამენტო ფრაქცია ,,დემოკრატები’’, პოლიტიკური ჯგუფი ALDE).

🔹 შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები და სექტორული თანამშრომლობის საკითხები. ფრანგმა დეპუტატმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

🔹 მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე, საპარლამენტო დიპლომატიისა და ქართულ-ფრანგული დიალოგის მნიშვნელობაზე #georgiefrance🇬🇪🇫🇷