Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს დელეგაციამ ევრაზიის კვირეულში მიიღო მონაწილეობა

12-14 დეკემბერს, ქ. პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სათავო ოფისში ევრაზიის კვირეული გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

კვირეულის ფარგლებში „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი 2024" (SME Policy Index - 2024) მე-4 რაუნდის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის მიერ პარიზში წარმოდგენილი კვლევის შედეგების თანახმად, რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ და კვლავ ლიდერის პოზიციას იკავებს.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ფრანგული კომპანიების EDF წარმომადგენლებთან და Thomson Metavisios-ს დამფუძნებელ პრეზიდენტთან და გენერალურ დირექტორთან, რომელთაც საქართველოში საინვესტიციო გარემო და პირობები გააცნო. შეხვედრებს საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.