Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

არჩევნები 2024
 
ძვირფასო თანამემულენო!
 
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის მსურველთათვის, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საარჩევნო უბნები გახსნილი იქნება, ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე.
 
ამომრჩევლის იდენტიფიცირების მიზნით, გთხოვთ, თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის ელექტრონული მოწმობა).
 
ამასთან, საარჩევნო სიაში საკუთარი მონაცემების წინასწარ გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბმულით: https://voters.cec.gov.ge/